ჩინეთის ზოოპარკში 2 პანდა მომვლელს ვიზიტორების წინ თავს დაესხა - შოკისმომგვრელი კადრები
ჩინეთის ზოოპარკში 2 პანდა მომვლელს ვიზიტორების წინ თავს დაესხა - შოკისმომგვრელი კადრები.
2 პანდა მაშინ დაესხა მომვლელს თავს, როდესაც ვოლიერი დამთვალიერებლებისთვის ღია იყო და ზოოპარკში უამრავი ვიზიტორი იმყოფებოდა. ინციდენტის გადაღება სწორედ ერთ-ერთმა შეძლო.
ზოოპარკის თანამშრომელმა “უწყინარ“ ბინადრებთან ბოსტნეული შეიტანა, როდესაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. სხეულზე მას ნაკაწრები და ნაკბენები აღენიშნებოდა.
რამ გამოიწვია პანდების გაღიზიანება, ზოოპარკის თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ.