loader

"ცოტა ხნის წინ გავხსენით 9-კმ-იანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიით, ხალხს უმალავენ - შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა ხნის წინ გავხსენით 9-კმ-იანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიით, ხალხს უმალავენ - შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ" - ირაკლი კობახიძე

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კმ-იანი გვირაბი. მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, ხალხს უმალავენ, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება. შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონის შემოვლითი 9-კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის დროს განუცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები გრძელდება, რიკოთის პროექტი ნამდვილად ისტორიული პროექტია.