loader

"იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც "ბათუმელებმა" და "ნეტგაზეთმა" გაავრცელეს, ბოდიშის მოხდა მოუწიათ" - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც "ბათუმელებმა" და "ნეტგაზეთმა" გაავრცელეს, ბოდიშის მოხდა მოუწიათ" - შალვა პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ამ დეზინფორმაციას, რომელიც „ბათუმელებმა” და „ნეტგაზეთმა“ გაავრცელეს, ნახეთ თქვენ, რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ მათ ამის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიწას, რომელზეც საუბარია, მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა იჯარით და შემდგომ, დაახლოებით, 14 წლის წინ მოხდა ამ მიწის გამოსყიდვა სახელმწიფოსგან.

მისი თქმით, რადგან ეს იყო მისი ნათესავის იურიდიულ საკუთრებაში და ფაქტობრივად, ფლობდნენ თანაბრად, შემდგომ მოხდა ამ ხარვეზის გასწორება იურიდიულად.