loader

"მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე" - 126 საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე" - 126 საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

18:29 / 25-04-2024 126 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს 28 აპ­რილს, 19:00 სა­ათ­ზე, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შე­იკ­რი­ბონ.

რო­გორც ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ჩაგ­დე­ბამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აჩე­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“.

„ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი:

ვა­ჩე­რებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „რუ­სულ კა­ნონს“ არ გა­იხ­მობს;ვა­ცხა­დებთ, რომ არა­სო­დეს, არა­ვი­თა­რი ფორ­მით არ დავ­რე­გის­ტრირ­დე­ბით ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ რე­ესტრში;მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, 28 აპ­რილს, კვი­რას, 19:00 სა­ათ­ზე, შე­ვიკ­რი­ბოთ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ შეკ­რე­ბის­კენ ყვე­ლას, თუკი ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა მე­ო­რე პლე­ნა­რუ­ლი გან­ხილ­ვა.სი­ტყვის გა­ტე­ხი­თა და რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვით, უდა­ვოა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან და ცვლის ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსს. ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­ყე­ვი ნე­ბის ღა­ლა­ტია. არ დარ­ჩე­ნი­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა, პრო­ფე­სი­უ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც გა­სულ დღე­ებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა არ ეთხო­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ექი­მე­ბი, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მეღ­ვი­ნე­ე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი, ფერ­მე­რე­ბი და სხვა ჯგუ­ფე­ბი, დღეს ერ­თად დგა­ნან ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს.

ასე­ვე, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რის: ევ­რო­კავ­ში­რის, ნა­ტოს, გა­ე­როს, ევ­რო­საბ­ჭო­სა და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გვა­შო­რებს ევ­რო­კავ­შირს. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა და მი­ღე­ბა ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ეხე­ბა, კლავს ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას და რუ­სეთ­თან პი­რის­პირ გვტო­ვებს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უარს ვამ­ბობთ: ა) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე; ბ) სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­სა და მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ებ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე გ) სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ სხვა სა­მუ­შაო ფორ­მა­ტებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ მხო­ლოდ ხალ­ხის­თვის. ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით მხო­ლოდ ხალ­ხს და გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მშრო­მე­ლე­ბის, შშმ პი­რე­ბი­სა და სხვა და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

სწო­რედ ამ ხალ­ხის 80%, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, მხარს უჭე­რენ და შრო­მო­ბენ, რათა სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. ქარ­თულ ოც­ნე­ბა კი, ამ ხალ­ხს აი­ძუ­ლებს, მა­თი­ვე სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს 29 აპ­რილს და­გეგ­მილ მთავ­რო­ბის რუ­სულ მარშში. მთავ­რო­ბის რუ­სუ­ლი მარ­შით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს წარ­სულ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნოს, მა­შინ როცა, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა შვი­ლებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­დამ­ჭერ აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას.

ჩვე­ნი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პა­სუ­ხი კი არის:

არა­სო­დეს ვი­ცხოვ­რებთ პუ­ტი­ნის წე­სე­ბით. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი.

კი ევ­რო­პას! არა რუ­სულ კა­ნონს!

გან­ცხა­დე­ბა ღიაა შე­მო­ერ­თე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მე­დი­ის­თვის".

ნა­ხეთ ხელ­მომ­წე­რე­ბის სია სრუ­ლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/796841-126-sazogadoebrivi-da-media-organizacia-vacherebt-xelisuplebastan-tanamshromlobas-sanam-xelisupleba-rusul-kanons-ar-gaixmobs-movucodebt-qvelas-28-aprils-shevikribot-respublikis-moedanze