loader

"ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ - არ მოტყუვდეთ, მეგობრებო" - კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ - არ მოტყუვდეთ, მეგობრებო" - კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით

"რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი - არ მოტყუვდეთ, მეგობრებო", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება და საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს „სამარცხვინო ნაბიჯს“ ბიძგს არ მისცემენ.