“ასეთი მეთოდი ჰქონდათ: ფეხსაცმელს გხდიდნენ, გსვამდნენ იატაკზე, მუხლებს გიჭერდნენ და სკამის ფეხს გიტყამდნენ ფეხის გულზე“- მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე სკოლის პერიოდს იხსენებს, როდესაც პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა
“პოლიციის განყოფილებაში აღმოვჩნდით სულ ტყუილუბრალოდ... ჩემი ძმაკაცი დაჭრეს და მის სანახავად მივედით 2 ძმაკაცი საავადმყოფოში, ამ დროს მოვიდა პოლიცია, იქ რომ გვნახეს, მოგვკიდეს ხელი და წაგვიყვანეს. სკოლის მოსწავლე ვიყავი... წავიდა ზეწოლა, რომ გვეღიარებინა რომ ჩვენ დავჭერით. ჩვენ ვუხსნიდით რომ ძმაკაცები ვიყავით.
მახსოვს ძალიან მწარედ ის დარტყმებიც. ასეთი მეთოდი ჰქონდათ: ფეხსაცმელს გხდიდნენ, გსვამდნენ იატაკზე, მუხლებს გიჭერდნენ და სკამის ფეხს გიტყამდნენ ფეხის გულზე... ორი მომხვდა ისეთი, რომ ფეხი გადატეხა“- როგორ აღმოჩნდა თემიკო ჭიჭინაძე პოლიციის განყოფილებაში.
ვიდეო: ნიკოლოზის კითხვები