loader

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ! არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ! არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას.

ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

რეზოლუციის საბოლოო ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ მაშინვე შემოგთავაზებთ, როგორც კი ევროპარლამენტის ვებგვერდზე მისი ოფიციალურად გამოქვეყნება მოხდება.