loader

"საჯარო მოხელესაც აქვს უფლება, მოვიდეს... წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, რაც შეიძლება მოდით მეტი" - კახა კალაძე 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საჯარო მოხელესაც აქვს უფლება, მოვიდეს... წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, რაც შეიძლება მოდით მეტი" - კახა კალაძე 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე

როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს.

თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ.