loader

Reuters: პოლონეთი მზადაა უკრაინას სამხედრო ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში დაეხმაროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Reuters: პოლონეთი მზადაა უკრაინას სამხედრო ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში დაეხმაროს

პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების დაბრუნებაში, რათა ისინი სამშობლოს დასაცავად, რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრძოლაში ჩაერთონ. ინფორმაციას reuters ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მთავრობამ ოთხშაბათს გამოაცხადა ახალი წესები, რომელთა მიხედვითაც, სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით. შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები 18-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცები ვერ შეძლებენ ვადაგასული პასპორტების განახლებას ან ახლის მიღებას.

ევროსტატის მონაცემთა ბაზის შეფასებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4,3 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 860 000 ზრდასრული მამაკაცია. პოლონეთმა დროებითი დაცვის სტატუსი მიანიჭა 950 000 უკრაინელს, რაც გერმანიის შემდეგ სიდიდით მეორეა.