loader

აშშ-ში ცეცხლის მსროლელი რობოტი ძაღლის გაყიდვები დაიწყო - რა შეუძლია Thermonator -ს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში ცეცხლის მსროლელი რობოტი ძაღლის გაყიდვები დაიწყო - რა შეუძლია Thermonator -ს?

ამერიკულმა კომპანია Throwflame-მა დაიწყო თავისი ოთხფეხა რობოტი ძაღლი-Thermonator -ის გაყიდვა, რომელსაც დეველოპერები უწოდებენ "პირველ რობოტ ძაღლს ცეცხლმსროლით".

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რობოტის შეძენა შესაძლებელია 9420 დოლარად. იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ არის საბრძოლო მანქანა. სავარაუდოდ, რობოტი შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნეს თოვლისა და ყინულის დასადნობად, ასევე, გასართობად.

რობოტის მართვა შესაძლებელია First Person View სისტემის გამოყენებით, რომელიც მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული უპილოტო საფრენი აპარატების სამყაროში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი პროდუქტის გამოჩენას შეიძლება შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს.