loader

"იქნება გადაკეტილი რუსთაველის გამზირი დღეს, გადაიკეტება სხვა პარალელური ქუჩები" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იქნება გადაკეტილი რუსთაველის გამზირი დღეს, გადაიკეტება სხვა პარალელური ქუჩები" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აკრძალულია, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს, შესაძლოა, დღევანდელ პროტესტს გარკვეული პროვოკაციები მოჰყვეს.

ახალგაზრდების თქმით, აქცია გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ გასცდება და იმედი აქვთ, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა.