loader

ერთი კილოგრამი 219 ლარი - ყველაზე ძვირადღირებული პასქები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი კილოგრამი 219 ლარი - ყველაზე ძვირადღირებული პასქები თბილისში

აღდგომა ახლოვდება და დღესასწაულის მთავარი ტკბილეულის შერჩევა ბევრი ადამიანის საზრუნავი გახდა. თუ ნაწილი პასქის გამოცხობას სახლში ამჯობინებს, ნაწილი მას სხვადასხვა სუპერმარკეტსა და საცხობში ყიდულობს.

წელს პასქა არც ისე იაფი ღირს და ამას თბილისის რამდენიმე ობიექტში არსებული ფასებიც მოწმობს.

მაღაზიებისა და რესტორნების ქსელში „გასტრონომია“ წელს საკმაოდ ძვირადღირებული პასქებია წარმოდგენილი. მაგალითად, Cipriani-ს პანეტონეს 1 კილოგრამი პასქის ფასი 139.90 ლარს შეადგენს, Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს კოლაბორაციით შექმნილი პანეტონე 179,90 და 219,90 ლარი ღირს, Vogue-ის პანეტონე 199,90 ლარი ღირს, ხოლო Loison-ის პრემიალური იტალიური 5 კგ-იანი პანეტონეს ფასი 499.90 ლარს შეადგენს.

„ლე გატოს“ პასქების ფასი შემდეგნაირია: 850-გრამიანი ცუკატით - 39 ლარი, შოკოლადით - 45, ხოლო დეკორით - 55 ლარი ღირს.

„ლაიმში“ 1 კილოგრამი პასქის ფასი 43 ლარია. რაც შეეხება „ანტრეს“, პასქების ფასი განსაზღვრული ჯერ არ აქვთ და ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. განაგრძეთ კითხვა