loader

"სკოლა რომ დავამთავრე, 87 კილოგრამს ვიწონიდი, ძალიან ფუმფულა ვიყავი... ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ გავანადგურო" - სოფო ბედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლა რომ დავამთავრე, 87 კილოგრამს ვიწონიდი, ძალიან ფუმფულა ვიყავი... ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ გავანადგურო" - სოფო ბედია

- ვიცით, პაროდირების ნიჭი გაქვთ. მასწავლებლების პაროდიებს არ აკეთებდით?

- მაშინ მასწავლებელს პაროდიას ვინ გაუბედავდა?! ძალიან დიდი ასაკისაც არ ვარ, მაგრამ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მასწავლებლის მიმართ მეტად მოწიწებული დამოკიდებულება გვქონდა. ახლა პედაგოგი დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა. ეს თემა უფრო მეტად განვითარდა, რაც კარგია, მომწონს...

- სკოლის ბანკეტისთვის კაბა როგორ შეარჩიეთ?

- ბანკეტის ამბავი არ გამახსენოთ, რადგან 87 კილოგრამს ვიწონიდი. სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან ფუმფულა ვიყავი. ყველა მაშინდელი სურათი გავანადგურე. მგონი, ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ ვნახო და არ გავანადგურო (იცინის). მეუბნებიან, - მაინც ლამაზი იყავიო, მაგრამ არ მომწონს. ყველა ფოტო ამიტომ გავანადგურე.

- იმ პერიოდში გარეგნობასთან დაკავშირებული მიუღებლობა გქონდათ?

- კომპლექსიანი არასოდეს ვყოფილვარ. უშნო მსუქანი მართლა არ გახლდით. უბრალოდ, იმაზე მეტი წონის ვიყავი, ვიდრე შეიძლებოდა, სკოლის მოსწავლე ყოფილიყო. ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ახლა რომ ვუკვირდები, წონაში საკმაოდ "კარგად" ვიყავი და რაღაც პროტესტის განცდები მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ არ მიმაჩნდა, რომ ჩემი ზედმეტი წონა რაღაც "ისეთი" ამბავი იყო... წონას დღემდე ვებრძვი, რომ არ მოვიმატო და სულ ფორმაში ვიყო. ჩემი თავი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პატარა, პუტკუნა სოფო არ მომწონს, რადგან ჩვეულებრივზე მეტი წონის იყო, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგად მქონდა (იცინის). განაგრძეთ კითხვა