loader

"არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს როგორც ჩემი ოჯახი" - რას წერს ზაზა სარალიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს როგორც ჩემი ოჯახი" - რას წერს ზაზა სარალიძე?

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სამწუხაროდ, ე.წ. რუსულ კანონზე არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი (გამჭვირვალობა არ გინდათ?). გვინდა, როგორ არ გვინდა, ყველაფერში გამჭვირვალობა გვინდა, დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან, დამლაგებლამდე დამთავრებული. ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ, სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული (იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს, რომელსაც ჩვენ, გლეხები ვავსებთ).

არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები, მანახე, სადანა არის კორუფციაო, მაგას თუ ვერ ხედავთ, სალაპარაკოც აღარაფერია. 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ჩემი შვილი, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა ცილისმწამებლური ნარატივი და მოკლული შვილის გაშავება და ჩვენი ოჯახის ამოთხრა-ამოძირკვა, ჯერ ერთი მხარე ისროდა ტალახს (ე.წ. ქოცბანდა და შემდეგ ე.წ. ნაცბანდა. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). რომ არ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი"და მისი კეთილსინდისიერი გუნდი, რომ არ ყოფილიყო ქალბატონი ნესტან ლონდარიძე, რომელმაც გადადო გვერდზე პირადი ცხოვრება და ჩემს განადგურებულ ოჯახს ფეხზე წამოდგომაში და ცხოვრების ფერხულში დაბრუნებაში დაეხმარა (ამის სანაცვლოდ არაერთი დარტყმა მიიღო მისმა ოჯახმა ხელისუფლებიდან. სიტყვებიც კი ზედმეტია ნესტანის და მისი თანამშრომლების მიმართ მადლობის გამოსახატად). ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია არც მე და არც ჩემებს, რა მომსახურებაც მათ გამიწიეს და მიწევენ (ძალიან კარგად იცით ყველამ, რა ჯდება ფინანსურად ეს მომსახურება). ანალოგიური სიტყვები შემიძლია ვისაუბრო ტელევიზიებზე, რომლებმაც არ დაიზარეს და ჩვენი ტკივილი დაანახეს ქვეყანას, თუ როგორ გვთელავდა ე.წ. ხელისუფლების ტროლები და თავად ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც ანალოგიურ საქმეებზე დაყრდნობით მოგვევლინა. არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს, როგორც ჩემი ოჯახი.

ამ კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც მოხდა რუსეთში და ფაქტი სახეზე გვაქვს. ყველას უჩნდება კითხვა, რატომ დასრულდება? კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის??? ამის პასუხი კი ყველაზე ნათელია კანონის ჩანაწერში...... დანარჩენი მოგვიანებით" - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.