loader

"ტელევიზიის საშუალებით მივმართავ ჩვენს პარტიულ აქტივს, ვისაც აქციაზე წამოსვლის სურვილი არ აქვს, ერთი ადამიანის დარწმუნებაც კი არ სცადონ" - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტელევიზიის საშუალებით მივმართავ ჩვენს პარტიულ აქტივს, ვისაც აქციაზე წამოსვლის სურვილი არ აქვს, ერთი ადამიანის დარწმუნებაც კი არ სცადონ" - მამუკა მდინარაძე

კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე - ჩვენს პარტიულ აქტივს, რომელიც ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ: ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ დააძალებთ და თუ არ უნდა წამოსვლა, ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდიო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.