"ისეთი გაცოფებული ვარ, პირდაპირ ცეცხლი მიკიდია, 7 თვის ორსული ვერ ვწყნარდები" - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში?
"ისეთი გაცოფებული ვარ, პირდაპირ ცეცხლი მიკიდია, 7 თვის ორსული ვერ ვწყნარდები, ლამისაა ავუვარდე სათითაოდ 10-ვე სართულს! ესე იგი, თორნიკე ერისთავის 26-ში, “ზღაპრის კორპუსის“ მე-3 სართულზე ვარ, მაქვს დიდი ვერანდა, ჩემ მაღლა 10 სართულია და რასაც ჰქვია, ზედ მა*ვავენ. მირჩიეთ, რა გავაკეთო? ეს ყოველდღიური ნაირნაირი სიგარეტის “ბიჩოკების" ზღვა! ჩამოვარდნილი გამოყენებული სალფეტკები, შპილკები, ელემენტები და კიდევ უამრავი რამ, მარა ეხლა რაც ვნახე, გავოგნდი!
ესე იგი, რა ხდება: დილიდან შუაღამემდე გასულები ვართ ოჯახის წევრები. მოგეხსენებათ, სიცივეების გამო ვერანდაზე გასვლა-ჩამოჯდომის სეზონი არ იყო, ეხლა გავედი ცოტახანი აივანზე ჩამოვჯდები-თქო. კუთხეში დივანი მიდგას. დავინახე ისევ ეს ბიჩოკების ზღვა და რამდენიმე ერთჯერადი პარკი. ნუ, მეთქი, დავალაგებ, ჩავიხედე ამ პარკებში და რას ვხედავ, 1-2 ზომა პამპერსები, “აქოთებული, რასაც ჰქვია". აი, შოკში ვარ.
ეხლა დივანი გამოვწიე და დივნის ქვეშ 7-8 ცალი აყროლებულ-აქოთებული ბავშვის პამპერსია, ზოგი პარკში, ზოგი პირდაპირ. გაგიჟებას ვარ, ხალხნოოოო!!! სად იბადებიან ასეთი ღორები ?! 1 ცალი რო იყოს, ვიტყოდი, აივნიდან ჩამოუვარდა შემთხვევით-თქო, მარა ამდენი?! სად იზრდებიან ეგეთი საქონლები ნეტააა? - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.