loader

სტუდენტების განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე, კვლავ გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტების განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე, კვლავ გაიმართება

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა.

სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე, კვლავ გაიმართება.

დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

სტუდენტები თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.