loader

"ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო, ჩაატარეთ აქცია... სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება" - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო, ჩაატარეთ აქცია... სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება" - მამუკა მდინარაძე

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მან გამორიცხა დაპირისპირება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებსა და 29 აპრილის აქციის მონაწილეებს შორის, რადგან მდინარაძის მტკიცებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმ დღეს რუსთაველზე ვერ იქნებიან.