loader

რას ამბობს განათლების მინისტრი თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე "ტელეგრამით" გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს განათლების მინისტრი თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე "ტელეგრამით" გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაზე?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა ის, რაზეც მითითება იყო სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაში.

მინისტრის თქმით, დილით სწრაფად მოხდა სასკოლო საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე არ არსებობს. როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები უკვე იძიებენ, ვინ იდგა სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის უკან.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამარხზე" თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.