"მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ" - ირაკლი კობახიძე
თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ახალი სტანდარტების სტადიონი, რომელიც სპორტის 2 სახეობას მოემსახურება, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საქართველოს მთავრობა 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს.