loader

"ხელს რატომ მკრავ?! ხელი გამიშვი" - დაპირისპირების კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელს რატომ მკრავ?! ხელი გამიშვი" - დაპირისპირების კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „არა 83 მონას“ - ამ შეძახილებით ხელვაჩაურის მერიის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეების თქმით, ქართველ ხალხს ევროპა სურს, რის შესაძლებლობასაც „ქართული ოცნება“ რუსეთის დაკვეთით ართმევს.

საპროტესტო აქციაზე ასევე მცირე შელაპარაკება იყო „ქართული ოცნების” წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ასევე, შეკრებილები საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან, შეხვედრას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, აღნიშნული დეპუტატი „რუსულ კანონზე“ ხელმომწერია.