loader

"პანიკა დამეწყო" - უახლესი ინფორმაცია მშობლებისთვის: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ "ტელეგრამში" გავრცელებულ სკანდალურ შეტყობინებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პანიკა დამეწყო" - უახლესი ინფორმაცია მშობლებისთვის: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ "ტელეგრამში" გავრცელებულ სკანდალურ შეტყობინებებზე

დილიდან დედაქალაქში პანიკაა. საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიდის. გამნაღმველები და კინოლოგები მთელი ღამის განმავლობაში სკოლებში იარაღებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდნენ.

ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ რუსულენოვან "ტელეგრამარხებზე" ვირუსულად გავრცელდა. ანონიმურმა წყაროებმა წინასწარ დაწერილი სკოლების მისამართები გამოაქვეყნეს და მკვლელობების სერიას აანონსებდნენ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სხვადასხვა დახურულ ჯგუფში მშობლები წერდნენ, რომ მასწავლებლებისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მშობლების დიდ უმრავლესობაში ინფორმაციამ პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია.

"პანიკა დამეწყო"

"ნეტა სიმართლეა?"

"ხვალ სწავლა არ არის" - წერდნენ მშობლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.