loader

განათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს - "ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განათლების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს - "ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით..."

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.

როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამარხზე" თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.