loader

კადრები N98-ე საჯარო სკოლიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ შეამოწმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები N98-ე საჯარო სკოლიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ შეამოწმეს

კადრები N98-ე საჯარო სკოლიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ შეამოწმეს.

შეგახსენებთ, რომ “ტელეგრამარხზე" ტერორიზმთან დაკავშირებული ფოტომასალა და განცხადებები გავრცელდა, სადაც პირი თბილისის სკოლებში ცეცხლის გახსნით იმუქრებოდა.

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება".

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლად შექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამარხზე" თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

ვიდეო: დავით ჭაბაშვილი