loader

რას ამბობენ სუს-ში, თბილისის სკოლებზე ტერაქტების მოწყობის მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ სუს-ში, თბილისის სკოლებზე ტერაქტების მოწყობის მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე?

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

„შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”, -აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და მოხდება რეაგირება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.