loader

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 21 აპრილსაც გამართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 21 აპრილსაც გამართავენ

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტთან აქცია ხვალაც გაიმართება.

მათი განმარტებით, აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზე ჩატარდება.

ორგანიზატორების თქმითვე, ისინი მსვლელობით სხვადასხვა ადგილებზე ხვალაც მივლენ, თუმცა, ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან, მათ დღეს მსვლელობები დაასრულეს, თუმცა, აქცია გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ისევ გადაკეტილია.