loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით, სტუდენტებმა ბათუმში ქუჩებში მსვლელობა დაასრულეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

პროტესტის აქციის მონაწილეები, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

“საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ გამოვიდეთ და პოზიცია დავაფიქსიროთ არჩევნებზეც. შემოგვიერთდით ხალხო, რუსულ კანონს გვთავაზობენ, რაც საქართველოს უკან აბრუნებს”, - აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე