loader

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გამორიცხული არაა, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს.

ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ "წინ ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს", "საქართველო".

"ერთად გავაგონოთ ხმა, ვისია საქართველო? - ჩვენია! პრეზიდენტმა მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თხოვნაა გავამხნეოთ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.