loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე?

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას "ქალთა მარშის" მონაწილეებიც შეუერთდნენ.

მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ცნობისთვის, ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.

LIVE: " რადიო თავისუფლება"