loader

"სად მივდივართ?! - ევროპაში!" - ახალგაზრდები შეძახილებით პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სად მივდივართ?! - ევროპაში!" - ახალგაზრდები შეძახილებით პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, „რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

იუსტიციის სახლამდე მისვლამდე სტუდენტებმა თავისუფლების მოედანს შემოარტყეს წრე.

მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: “წინ ევროპისკენ!” “საქართველო, საქართველო!”

როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ისინი აპირებენ სანაპიროს გადაკეტვას, შემდეგ კი მსვლელობით “ქართული ოცნების” შენობასთან მივლენ.

წყარო: "მთავარი არხი"