loader

“112 არის სრულად ადაპტირებული ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჭიროების ადამიანებზე“ - რატი იონათამიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“112 არის სრულად ადაპტირებული ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჭიროების ადამიანებზე“ - რატი იონათამიშვილი

“ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გახდა შესაძლებელი ახალი სერვისებით სარგებლობა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრებით სარგებლობა მსხვერპლის ფორმალური სტატუსის გარეშე, სახელმწიფოს არსებული სხვადასხვა სერვისის სარგებლობა წინაპირობას აღარ წარმოადგენს სამართალდამცავ, პროკურატურის ანდა სასამართლოსთვის მიმართვა, ფულადი კომპენსაციის მიღება, შესაძლებელი გახდა მსხვერპლთა დაცვის ტექნოლოგიური ღონისძიების ელექტრონული სამაჯურის გამოყენება. პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე განახლდა განმეორებითი ძალადობის რისკების და რისკის სიმძიმის შეფასების კითხვარი, ეგრეთწოდებული შემაკავებელი ორდერი გამოცემის კითხვარი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის და მათი დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დაიხვეწა 112-ის შეტყობინების განხორციელების საშუალებები და ასევე, 112 არის სრულად ადაპტირებული ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჭიროების ადამიანებზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სპეციალიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.