loader

“მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა, მითხარი, აბა, მითხარიო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ვარ ამ გუნდის წევრი და დიახ, ვეთანხმები“ - ვახტანგ გომელაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა, მითხარი, აბა, მითხარიო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ვარ ამ გუნდის წევრი და დიახ, ვეთანხმები“ - ვახტანგ გომელაური

“ისე მეკითხებოდნენ, ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ კი.

„მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა, მითხარი, აბა, მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არაერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება, მე მგონი, ამ კანონს", - განაცხადა გომელაურმა.