loader

“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისინი პოლიციელები არ არიან, ვინც მე მირტყამდა, არის „ძაღლობა“- ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისინი პოლიციელები არ არიან, ვინც მე მირტყამდა, არის „ძაღლობა“- ალეკო ელისაშვილი

“მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნებინა, პოლიციელები დამასია ტურებივით. ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან - ვინც მე მირტყამდა, არის "ძაღლობა", - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ის მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

ელისაშვილმა ისაუბრა 17 აპრილის ღამეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დაპირისპირებას ობიექტურად გამოიძიებს.