loader

"ახლა, შესაძლოა, ამის დრო არ არის, მაგრამ..." -  უსაფრთხოების სპეციალისტი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა, შესაძლოა, ამის დრო არ არის, მაგრამ..." -  უსაფრთხოების სპეციალისტი მიმართვას ავრცელებს

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ცრუ კამპანია ფბ საფრთხის შესახებ

მეგობრებო, ახლა, შესაძლოა, ამის დრო არ არის, მაგრამ ბევრი თქვენგანი აზიარებს პოსტს, თითქოსდა "ფეისბუქი" ხვალიდან თქვენს სურათებს გამოიყენებს და ა.შ. ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, არაფერი არ მოხდება.

არ ვიცი, რას ემსახურება ეს კამპანია, მაგრამ ახალი არ გახლავთ. წლებია გამოჩნდება ხოლმე. საფრთხეს არ შეიცავს, დაკოპირებას გთხოვთ, შესაძლოა, რამე ალგორითმს ტესტავდეს ინიციატორი ან კავშირებს იკვლევდეს ვინმე. მოკლედ, დაჟინებული მზერის არ იყოს, მარტო კოპირებით საფრთხე არ დადგება, დანარჩენი სტანდარტულად: ბმულზე არ გადავდივართ, უცხო ფაილს ან ვიდეოს არ ვხსნით.

რაც შეეხება ფბ-ს და სურათებს, ის მათ ისედაც გამოიყენებს, ამიტომ პიკანტურ ფოტოს, რომელიც არ გინდათ, სხვამ ნახოს, რომელიც დაემუქრება თქვენს სამსახურებრივ ან პირად რეპუტაციას, რომელიც გასცემს ინფორმაციას ადგილსამყოფელის შესახებ, ნუ გამოაქვეყნებთ.

განსაკუთრებით მოერიდეთ მაღალი გარჩევადობის ფოტოს გამოქვეყნებას - ის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მიყურადებისთვის ხელოვნური ინტელექტის ან ჭკვიანი კამერის მეშვეობით, ასევე დიპფეიკის ტექნოლოგიით თქვენი კომპრომეტაციისთვის. (სხვის ტანს თქვენი თავი მიებმება, თქვენს მოძრაობებს "ვასწავლი" და მერე გვიწევს მტკიცება, ჟირაფი რომ არ ვართ)

ხო, რუსულ კანონს რომ მივაბა, ამას ვასწავლიდით ხოლმე დასავლური გრანტებით ფონდების მეშვეობით ჩვენ ბავშვებს, მასწავლებლებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს, რეგიონის ორგანიზაციებს, ხოდა, უცხო ქვეყნის ინტერესია ეს?" - წერს ანდრო გოცირიძე.