loader

შოკისმომგვრელი კადრები, ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ბანკში ეტლით მიიტანა და მისი სახელით სესხის აღება სცადა - უჩვეულო ამბის დეტალები ბრაზილიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები, ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ბანკში ეტლით მიიტანა და მისი სახელით სესხის აღება სცადა - უჩვეულო ამბის დეტალები ბრაზილიიდან

რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ერთ-ერთ ბან­კში ქალ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძის ცხე­და­რი ეტ­ლით მი­ი­ტა­ნა და მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სეს­ხის აღე­ბა სცა­და. მას სურ­და მი­ე­ღო ბი­ძის­თვის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი თან­ხა, 17 ათა­სი ბრა­ზი­ლი­უ­რი რე­ა­ლის ოდე­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 8500 ლარი).

უჩ­ვე­უ­ლო კლი­ენ­ტმა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ბი­ძას სეს­ხის აღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ამავდრო­უ­ლად, მან მიც­ვა­ლე­ბულს თი­თებს შო­რის კა­ლა­მი ჩა­უ­დო, ქა­ღალ­დე­ბი მას­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და ხე­ლის მო­წე­რა­ზე „და­ყო­ლი­ე­ბა“ სცა­და. ქალს იმე­დი ჰქონ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის ან­გა­რი­შე­ბის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ი­ღებ­და, რად­გან ის ამა­ვე დროს ბი­ძის მე­ურ­ვე გახ­ლდათ.

"აქ მო­ა­წე­რე ხელი", - ეუბ­ნე­ბო­და ბრა­ზი­ლი­ე­ლი ქალი ბი­ძას, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რია დუ­მი­ლით უპა­სუ­ხებ­და.

ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ წყვილს შო­რის რა­ღაც რიგ­ზე არ იყო და კა­მე­რით ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. კად­რებ­ში ჩანს, რომ ეტ­ლში მჯდომ კაცს თავი არა­ბუ­ნებ­რი­ვად უვარ­დე­ბო­და წინ, თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ეტ­ლში მჯდო­მა­რე უკი­დუ­რე­სად ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და...

ერთ-ერ­თმა მე­ნე­ჯერ­მა ჰკი­თხა ქალს, რა­ტომ იყო მისი ბიძა ასე­თი ფერ­მკრთა­ლი. რა­ზეც ქალ­მა უპა­სუ­ხა: "ის ყო­ველ­თვის ასეა”. და კვლავ გა­ნაგ­რძო გვა­მის და­ყო­ლი­ე­ბა, რომ კა­ლა­მი უფრო კარ­გად და­ე­ჭი­რა და ფურ­ცლებ­ზე ხელი მო­ე­წე­რა...

განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე