loader

ალეკო ელისაშვილსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა - "ერთი წამოდით, წამომყევით, მომაწექით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეკო ელისაშვილსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა - "ერთი წამოდით, წამომყევით, მომაწექით"

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო.

ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამველებმა არ მისცეს.

საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ვიდეო: https://www.youtube.com/@tvpirveli1