loader

"სამ­წუ­ხა­როდ, არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან..." - დათო ტურაშვილი მიმართვას ავრცლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამ­წუ­ხა­როდ, არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან..." - დათო ტურაშვილი მიმართვას ავრცლებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა მე­სა­მე დღეა არ წყდე­ბა. აქ­ტი­ვის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი კი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ავ­რცე­ლე­ბენ. მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­მის მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

"არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვარ სამ­შობ­ლო­დან შორს და სამ­წუ­ხა­როდ, არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გუ­ლე­ბის ხმა აქაც მეს­მის და მი­ხა­რია, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მათ­თვი­საც ისე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­გორც იმ წინა თა­ო­ბე­ბის­თვის, ვინც ამ­დე­ნი იბ­რძო­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა ჩვე­ნი ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო და მე­ტიც - ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლია და ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი მა­შინ­ვე და­ი­წყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ბა­და.

სა­ქარ­თვე­ლო კი მა­ნამ იარ­სე­ბებს, სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი მო­სახ­ვე­ჭე­ლი ამ ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლოც მა­რა­დი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია..." - ნათ­ქვა­მია დათო ტუ­რაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში