loader

"ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი... 5-6 გასროლა გავიგე" - ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო, დაჭრილია 3 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი... 5-6 გასროლა გავიგე" - ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო, დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი - მხარში.

“სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი.