loader

"მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება..." - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება..." - რას წერს რომან გოცირიძე?

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება და მას შესაძლებლობა ეძლევა, “ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს“.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. აღნიშნული პროექტი ასევე ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

"ამ წუთას, მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხესიმაგრედ გადაქცევას.

ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ვრცლად წაიკითხეთ IPN.GE-ზე