loader

რას ამბობს კახა კალაძე ფეხბურთელების გზავნილებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე ფეხბურთელების გზავნილებზე?

"ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ" - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევა ევროკავშირში.

"რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი წინაპრებიც ამისთვის იბრძოდნენ, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები! ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა!" - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.