loader

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ ან ვერ იღებთ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ..." - შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ ან ვერ იღებთ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ..." - შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია მიმართვას ავრცელებს

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ... იცოდეთ!

მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...

მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემს ახლობლებს კარებები დაუკეტონ...

მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...

სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგახარ..." - ამის შესახებ შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს.