loader

"ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს..." - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს..." - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს სთხოვს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე "თუნდაც ფორმალურად განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არაა".

"ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს აქაური სიტუაციის შესახებ, ხვალ ევროკავშირის ევროპული საბჭოს სხდომაა"- ამბობს პრეზიდენტი."

აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.