loader

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.