loader

"რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!" - რას ამბობს ანიტა რაჭველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!" - რას ამბობს ანიტა რაჭველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

„ევროინტეგრაციაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც რუსეთის მაგალითს მიჰყვება ქვეყანა და მსგავსი კანონების განხილვაზე საუბრობს!”, – ამბობს მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან მეგობარი ქვეყნის ელჩები, ევრკოავშირის ელჩი და ქართველი ხალხი:

"ევროინტეგრაციაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც რუსეთის მაგალითს მიჰყვება ქვეყანა და მსგავსი კანონების განხილვაზე საუბრობს! ეს მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი კიდე არის ყველაზე დაუნდობელი და დესპოტი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ყურმოჭრილი მონა. ამიტომ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანები რა განცხადებებს გავაკეთებთ და რამდენჯერ ავიმაღლებთ ხმას ამ კანონის წინააღმდეგ. ხალხის ხმას და აზრს აქვს აბსოლუტურად ნული მნიშვნელობა ამ მთავრობისთვის," - ამბობს მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას

წყარო: https://netgazeti.ge/news/717886/