loader

"დიახ, კადრში მე ვარ... არ ვურ­ტყამ, სად ხე­დავთ დარ­ტყმას?" - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, კადრში მე ვარ... არ ვურ­ტყამ, სად ხე­დავთ დარ­ტყმას?" - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ ვი­დე­ო­ში ნამ­დვი­ლად ის ჩანს, თუმ­ცა არა­ვის არ ურტყამს.

რო­გორც მან "ტვ პირ­ველს" უთხრა, ად­გილ­ზე არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას მისი მხრი­დან ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"დიახ, კადრში მე ვარ. არ ვურ­ტყამ, სად ხე­დავთ დარ­ტყმას? სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი არც ჩემი მხრი­დან და არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან. თუ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ძი­ონ და შე­ის­წავ­ლონ. რა თქმა უნდა, მზად ვარ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მი­ვი­დე და კი­თხვებს ვუ­პა­სუ­ხო, თუ მა­გის სა­ჭი­რო­ე­ბა იქნა. გარ­და ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ, სხვა კა­მე­რე­ბიც არ­სე­ბობს და შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ" - ამ­ბობს ვაჟა სი­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე სულ 14 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 14 პი­რი­დან 4 შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ,ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა­. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 10 და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლია.

წყარო: https://www.youtube.com/@tvpirveli1