რას ამბობს კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის ხელის დარტყმის ფაქტზე?
ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით - კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
როგორც კალაძემ განმარტა, ძალადობა მიუღებელია და ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შეუშალონ ამგვარ ქმედებებს.