loader

"ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი... ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს?" - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი... ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს?" - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს

საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი, - ასე აფასებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან „რუსის ჯარს გამოექცა“ და საქართველოში "შემოიძურწა".

"ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.

ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.

ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქიბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი", - წერს თეა წულუკიანი, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენდა, ხელი გაარტყა.