loader

აქციაზე სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციაზე სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ

პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი.

მოქალაქეებს პოლიციის კორდონი პარლამენტთან მიახლოების საშუალებას კვლავ არ აძლევს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.

კადრები: https://www.youtube.com/watch?v=X1uosF5FHVc