loader

აქცია "კი ევროპას! არა რუსულ კანონს! მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია "კი ევროპას! არა რუსულ კანონს! მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

პარლამენტთან აქცია - „არა რუსულ კანონს“ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დილიდან მიმდიანრეობდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.