loader

"სამარცხვინო ხართ! საქართველო თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს" - გიგი უგულავა რობერტ სტურუას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამარცხვინო ხართ! საქართველო თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს" - გიგი უგულავა რობერტ სტურუას

ოპოზიციონერი პოლოტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას - "ისტორიულად გრძელდება ყველაზე დიდი კონფლიქტი საქართველოში – ნიჭიერ ხალხს ებრძვის უნიჭო ხალხი", - ეხმაურება.

"არა ბატონო [რობიკ], ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო. ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს. ასე მოხდება ახლაც.

პ.ს. კი ეტყობა დღევანდელ რუსთაველის თეატრს თქვენი ნიჭიერება. ყველგან რაღაცა ხდება, თქვენთან კი წითელი ხვრინვა ისმის.

სამარცხვინო ხართ. თქვენ რომ მოღალატე არ იყოთ, "კავკასიურ ცარცის წრეში" მოქცეულ ქვეყანას ხელს გაუშვებდით ევროპისკენ. თქვენ კი რუსულ საფლავში მიექანებით და ექაჩებით საქართველოს" - წერს გიგი უგულავა.